Go

ონლაინ გადახდები ყველაზე დაბალი ტარიფით

ქეი-ეს-ბი ბანკის პლასტიკური ბარათების მფლობელებისთვის ამოქმედდა სწრაფი და მარტივი ონლაინ გადახდების გვერდი - www.ksbpay.ge. მომხმარებელს ბანკში მიუსვლელად, შეეძლება ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს მობილური ტელეფონის ბალანსი, გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია არსებული დავალიანებების შესახებ. 

ონლაინ გადახდების უპირატესობა:

  • გადახდების კომფორტულად განხორციელება - ნებისმიერი კომპიუტერით, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან.
  • გადახდის განხორციელების მოკლე დროს - ნებისმიერი ოპერაციის განსახორციელებად საჭიროა დაახლოებით 1-2 წუთი. განხორციელებული ოპერაცია მომენტალურად აისახება პროვაიდერის ანგარიშზე.
  • ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს.
  • არ საჭიროებს ბანკში ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მისვლას და რიგში დგომას.
სერვისით სარგებლობის პირობები:
გადახდები წარმოებს ქეი-ეს-ბი ბანკის ბარათის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრით და პროვაიდერის ანგარიშზე დავალიანების დაფარვით

გადახდები საკომისიოს გარეშე:

  1. მობილური ოპერატორის  ბალანსის შევსება
  2. თბილისის წყალი (GWP)
  3. დასუფთავება
  4. სილქნეტი
  5. სილქტივი
  6. მაგთისატი
სხვა ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებს ყველაზე დაბალი ტარიფი - 20 თეთრი თითო პროვაიდერი.

გადახდების გვერდზე გადასვლა>>>

02 მაისი 2013


<< უკან დაბრუნება
Copyright © 2009 - 2014 KOR STANDARD BANK All Rights Reserved. Created by Neomedia